16:37 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 17:46:56, 521 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი ქანდის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  უწმინდესი და უნეტარესი ილია II  13 ასურელი მამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სოფელ ქანდაში, მამათა მონასტერში  ჩაბრძანდა და ლოცვა ჩაატარა. 
ქანდის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროდან აცნობეს.
 მინისტრის განცხადებით,  ქართველებისა და ასურელების ურთიერთობას უდიდესი ისტორია აქვს, რისი ნათელი მაგალითიც არის 13 ასურელი მამის ჩამობრძანება საქართველოში.
„დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოძმე ასურელების მხარდაჭერა,  რომლებმაც საუკუნეების წინ  საქართველოში იპოვეს ნავსაყუდელი, როდესაც მათ თანამოძმეებს და ამავე დროს ჩვენს თანამოძმეებს დევნიან სირიისა თუ ერაყის ტერიტორიაზე“- განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics