23:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:27:31, 1813 ნახვა

სხვადასხვა
UN ESCAP-ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა, შესაძლოა, თბილისში გაიმართოს

ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს შეხვდა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შამშად ახტარმა ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმში აქტიური ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბი, UN ESCAP -ის პლატფორმას გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. 

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია მომავალი UN ESCAP -ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა თბილისში გაიმართოს.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში არჩილ ძულიაშვილი.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრაზე განაცხადა,  ივლისში, „ღია მმართველობის ფორუმის” ფარგლებში, საქართველო მზად არის  UN ESCAP-ის აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს უმასპინძლოს.

ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში,  28-30 მარტს აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP)  მე-5 ფორუმის თავმჯდომარეობდა, რომელიც დღეს იხურება.

  აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობს UN ESCAP-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი და ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხების განხილვასა და მათი შესრულების გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმების დასახვაზე.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics