|
2018-03-29 12:55:00, 619 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა
მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა. ჯიპის ტიპის 6 სპეცმანქანა სამივე რაიონში განაწილდა. ქედაში ახალი მანქანები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად პირადად განათავსა. დღეიდან, ქედას, შუახევსა და ხულოს 2-2 სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ჯიპის ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება. სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა 25 მარტს გადასცა. რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)