|
2018-03-29 11:45:28, 1373 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სასამართლო კრიზისის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მოსაზრებით დაინტერესდა. კოალიციის წევრებისაგან სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღასთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები მოისმინა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებას სხვა ფაქტორებთან ერთად რეალური საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. "შეხვედრა გვქონდა იმ ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც წლებია მონიტორინგს უწევენ სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციას და ამზადებენ რეკომენდაციებს როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა, მათ შორის, საკანონმდებლო თვალსაზრისით. ეს ჯგუფი, ისევე როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ამბობენ, რომ აუცილებელია, კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებებით გაგრძელდეს და დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გატარება - ეს მოიცავს საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას კანონით, მოიცავს იუსტიციის სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას, მოიცავს დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროცედურების საფუძვლების გამართვას და ბევრი სხვა საქმეა გასაკეთებელი და ამ მიმართულებით, დრო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ რეფორმა ძალიან სწრაფადაა გასატარებელი, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოლოდინიც არის სწორედ ის, რომ პარლამენტი რეალურად დროულად მიიღებს ცვლილებას.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)