|
2018-03-28 17:16:25, 911 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განთავსდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ბათუმში ნეონატალური რეანომობილი განათავსა. ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მინდია კახიძე დაესწრნენ. ნეონატალური რეანომობილის საშუალებით, კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების სამედიცინო ტრანსპორტირება განხორციელდება. ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანა ინკუბატორით, საინფუზიო, სამანიპულაციო და მონიტორინგის სისტემებით სრულად არის აღჭურვილი. ახალშობილების გარდა, რეანომობილის სამედიცინო ინფრასტრუქტურა ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტის მართვის საშუალებას იძლევა. 10 ახალი რეანომობილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა. განახლებული ავტოპარკი გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)