18:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 13:12:53, 2154 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში მამას 4 წლის შვილის პროსტიტუციის მიზნით გაყიდვისთვის 60 წელი მიუსაჯეს

აშშ-ში მამას 4 წლის შვილის პროსტიტუციის მიზნით გაყიდვისთვის 60 წელი მიუსაჯეს.
Washingtonpost-ის ცნობით, ინციდენტი ვისკონსიში მოხდა.

ბავშვის სექსისთვის გაყიდვის შესახებ განცხადება ენდრიუ ჯეიმს თარლიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამის სანაცვლოდ 2 საათში 1000 დოლარს ითხოვდა. 

კაცს  70 პოტენციური კლიენტიც გამოუჩნდა. ის კლიენტებს დაჰპირდა, რომ თავის შვილს "მომსახურებამდე" დამამშვიდებელ აბებს დაალევინებდა. 

მას შემდეგ რაც პოლიციისთვის განცხადების შესახებ ცნობილი გახდა, ერთ-ერთი პოლიციელი მას როგორც კლიენტი ისე გაეცნო და სახლში როგორც კლიენტი ისე მივიდა.

პოლიციელმა, 4 წლის გოგონა ლოგინში მწოლიარე და შიშველი იპოვა. 

ეჭვმიტანილი მამა მაშინვე დააკავეს, ხოლო დედამ თქვა, რომ ქმრის ზრახვების შესახებ არაფერი იცოდა.

სასამართლომ 30 წლის ენდრიუ ჯეიმს თარლის 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics