|
2015-05-20 10:42:21, 604 ნახვა
სამართალი
შსს-მ კასპის რაიონში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შ.პ.ს. საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ, 1982 წელს დაბადებული იოსებ ხ. და 1958 წელს დაბადებული გოდერძი ო. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. „ბრალდებულები კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, აშურიანის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილ 700 მეტრი სიგრძის სარწყავ მილებს იპარავდნენ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. სამართალდამცველების გამოჩენისთანავე ბრალდებულები მიიმალნენ. ისინი რამდენიმე წუთში კასპში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)