14:10 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 11:30:10, 1466 ნახვა

კომენტარი
საფრანგეთის ელჩი: დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა ახსნან, თუ რა მოხდა სინამდვილეში

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებით პროცესი არ სრულდება.

მისი თქმით, დეფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„ჩვენთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება არ არის დასასრული. მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვალების გარემოებები ნათელი გახდეს. დეფაქტო ხელისუფოლების წარმომადგენლებმა საქართველოსა და თანამეგობრობას უნდა აუხსნან, თუ რა მოხდა სინამდვილეში“,-აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

შეგახსენებთ,არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics