15:17 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 09:50:53, 1822 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, საქართველოში ბიზნესის კეთების ახალი შესაძლებლობები გააჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას საბჭოს მუდმივ შემადგენლობასთან ერთად საქართველოში ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი მნიშვნელოვანი კვლევა, „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“ და „საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები  DCFTA-ს კონტექსტში“. 

კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, USAID „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით მოამზადა საკონსულტაციო კომპანიამ  „TBSC კონსალტინგი“.  

გენადი არველაძემ კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით ქართული პროდუქტისათვის დამატებით ახალი 1,4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. 

მისი თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საქართველოში ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით. 
გენადი არველაძის განცხადებით, კონკურენტუნარიანი სამეწარმეო გარემო და ლიბერალური საბაზრო პოლიტიკა შესაძლებლობას აძლევს როგორც ევროპულ, ასევე ჩინურ კომპანიებს, რომ საქართველოში ინვესტირების გზით მოახდინონ სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების მიწოდება ერთმანეთის ბაზრებზე. 

მისი თქმით, დღეს წარმოდგენილმა კვლევამ გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი სექტორები, რომელშიც  ინვესტირება და განვითარება  ჩინური კომპანიებისთვის დაინტერესების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვლევა „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“. 

დასასრულს აღინიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრების ჩატარება კერძო  სექტორთან  მომავალშიც  იგეგმება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics