16:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 17:33:04, 1972 ნახვა

სამართალი
„ქართული მარშის“ წევრებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თბილისის მთავარ სამმართველოში ”ქართული მარშის” წევრებს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ქართული მარშის წევრებს: მ.ა.-ს, ვ.ს.-ს, ი.დ.-ს, გ.ო.-ს, ლ.ნ.-ს, და ბ.რ-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობას ხვალ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან 19 მარტს ადმინისტრაციული წესით „ქართული მარშის“ 6 წევრი დააკავეს, მათ შორს მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული.

„დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics