13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 18:30:30, 1849 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ 20 მარტს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.  

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის  წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით - განსაკუთრებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საიმედო მხარდაჭერას ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში,მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება,  დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics