|
2015-05-19 14:08:40, 453 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო–ავსტრიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი და ჰაინც ფიშერი დაესწრნენ. ავსტრიელი პარტნიორები საქართველოს ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიებისგანვითარებაში დაეხმარებიან. მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ნარჩენების მართვის, საგზაო ინფრასტრუქტურის დაწყალმომარაგების ტექნოლოგიების დარგში. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილიაარსებული ტექნიკის მოვლა-შენახვა და მოდერნიზება, ტექნიკური დახმარება ექსპერტების,სპეციალისტებისა და მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების მიერ, შესაბამის სფეროებშიტრენინგების ჩატარება სხვადასხვა რგოლის მენეჯმენტის და სხვადასხვა პროფესიების მქონესპეციალისტებისთვის. მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროში მოხდება ინვესტიციებისხელშეწყობა, ორივე ქვეყანაში დაინტერესებული კომპანიების პარტნიორულ საქმიანობაშიმხარდაჭერა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განვითარების მხარდაჭერა. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ სურსათის და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს,ფერმერებს, ფერმერულ ჯგუფებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორისთანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში. გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად,საქართველოსა და ავსტრიის მთავრობების მიერ, განისაზღვრა: ბიომრავალფეროვნებისდაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ეროვნული პარკებისა და დაცულიტერიტორიების მდგრადი მართვა; მდგრადი სატყეო მეურნეობა; კლიმატის ცვლილება;ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და ტექნოლოგიები; ჰაერის ხარისხი,ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი; წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა;ნარჩენების მდგრადი მართვა, საწარმოო და სახიფათო ნარჩენების ჩათვლით; გარემოსმონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება და ანგარიშების წარდგენა; ბუნებრივი საფრთხეებისადა რისკების მართვა. თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციისგაცვლას, მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროში ინვესტიციებისხელშეწყობას, ორივე ქვეყნაში დაინტერესებული კომპანიების პარტნიორულ საქმიანობაშიმხარდაჭერას, მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროში სწავლების დასაგანმანათლებლო საკითხებს, ადამიანური რესურსების განვითარებას ელექტრონულიგანათლების სისტემის გამოყენებით, დატა ცენტრების/კლაუდ კომპიუტერულისაშუალებების განვითარების ხელშეწყობას, Iთ მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას,თანამშრომლობის სფეროების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განვითარების ხელშეწყობას და სხვა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)