|
2015-05-19 12:55:58, 355 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს ჰაინც ფიშერის უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს, ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც დღეს თბილისში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ავსტრიის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო უწყებათაშორისი მემორანდუმების ხელმოწერა, რომლებიც გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიების მართვისა და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)