|
2015-05-18 20:30:51, 393 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროპაში, რუსეთის პირდაპირ ინტერესებში უნდა იყოს
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია რუსეთის პირდაპირ ინტერესებში უნდა იყოს. როგორც მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველო ეკონომიკურად გამართული, უფრო მეტი ევროპული ინვესტიციებით, რუსეთისთვის ბევრად საინტერესოა. „ვფქირობ, რუსეთის პირდაპირ ინტერესში უნდა იყოს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროპაში და პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო უფრო სტაბილური, უფრო ეკონომიკურად გამართული, უფრო მეტი ევროპული ინვესტიციებით, ბევრად საინტერესოა რუსეთისთვის, ვიდრე საქართველო, რომელსაც შესაძლებელია ეკონომიკური პრობლემები ჰქონდეს და შესაძლებელია არ იყოს სტაბილური პარტნიორი. ამ თვალსაზრიისთ, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ძლლიერი საქართველო არის ძლიერი მეზობელი და საქართველოსთან დალაგებული და მოგვარებული პრობლემატიკა, რომელიც დაკავშირებეულია ჩვენს ოკუპაციასთან, ამ პრობლემატიკის გადაჭრის შემდეგ რუსეთს ეყოლება ძალიან საინტერესო პარტნიორი, პარტნიორი, რომელიც მის მომავალს შემატებს დარწმუნებული ვარ, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის პოტენციალიდან. რაც შეეხება რუსეთის ასე ვთქვათ, ამ არჩევანს რუსეთსა და ევროპას შორის, მემგონი ეს არის სწორედ ის, რაც სამწუხაროდ დააყენა რუსეთის ფედერაციამ ვილნიუსში, ეს დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ჩვენ ამ დამოკიდებულებიდან უნდა გავერიდოთ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა პარტნიორობისა საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლოდვასაც და ამ პარტნიორობით შესაძლბელობები შევუქმნათ რუსეთსაც, მათ შორის იმის მერე, რაც თავის მეზობლებთან ტერიტორული თემატიკა იქნება დალაგებული“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)