|
2015-05-18 20:16:55, 477 ნახვა
პოლიტიკა
ჰაინც ფიშერი: ასოცირების შეთანხმება ქვეყნებს აახლოვებს და მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული
„ასოცირების შეთანხმება ქვეყნებს აახლოვებს და მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული“,-ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრიის პოზიცია ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით არის მკაფიო და ცალსახა. „ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მკაფიო, რომ ასეთი ტიპის ასოცირების შეთანხმება აახლოვებს სახელმწიფოებს მათ ეკონომიკას, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, არ არის მიმართული მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამავდროულად ჩვენ ვფიქრობთ, რომ შავი ზღვის რეგიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც აქვს ერთობლივი ნიშნები ევროკავშირის მიმართ. და სწორედ ამ ერთობლიობაზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ორიენტირებული. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მათ შორის განვითარების, თანაშრომლობის თვალსაზრისით ავსტრიისთვის“,-განაცხადა ფიშერმა. როგორც ფიშერმა აღნიშნა,, 2017 წელს ავსტრია გახდება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. „ამ ორგანზიაციას კი აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მშვიდობის შესანარჩუნებლად და მაქსიმალურად შეეცდება მშვიდობის უზრუნველყოფას, მათ შორის, საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით“,-განაცხადა ფიშერმა. ამასთან, ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოწვევისთვის და დასძინა, რომ ის რეალურად მოწადინებულია, ავსტრიამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)