|
2018-03-15 12:09:41, 734 ნახვა
რეგიონი
იმერეთში ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები გრძელდება
იმერეთის რეგიონში ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს აგრძელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ქუთაისსა და წყალტუბოში. ვანსა და ბაღდათში კი საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მუშავდება ხონის, სამტრედიის, თერჯოლისა და ზესტაფონის მონაცემები. საველე სამუშაოები ასევე დაგეგმილია ხარაგაულში, ტყიბულში, ჭიათურასა და საჩხერეში. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები რეგიონის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველო ტერმინალებს, ბენზინგასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს. აღწერილი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის თანდართული იქნება შესაბამისი ფოტომასალა. საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტ კომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის მსხვილი დასახლებული პუნქტების, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა. სულ აღწერილია: 1 578 კმ2 არეალი, 74 118 ინტერესის ობიექტი, 46 544 საგზაო ნიშანი, საველოსიპედო ბილიკი - 57 კმ და 8 116 კმ გზათა ქსელი. (NS)
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)