|
2015-05-18 19:17:04, 396 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფება
საქართველოს ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა ირანის საგარეო საქმეთა და ნავთობის მინისტრებთან. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველო–ირანის საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს თანამშრომლობის გაცილებით დიდი პოტენციალი. საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორივე შეხვედრის დროს გამოიხატა დიდი ენთუზიაზმი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მისი განცხადებით, საქართველო მზად არის, აქტიურად ითამაშრომლოს ირანის მხარესთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, წარმოება, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ირანის პირველ ვიცე–პრეზიდენტთან, ეშაკ ჯაჰანგირისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომაში, რომელიც დასრულდება ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით. აღნიშნული სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოსა და ირანს შორის პირველად ტარდება. ვიცე–პრემიერი ირანს 19 მაისს დატოვებს.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)