|
2018-03-07 14:09:28, 665 ნახვა
რეგიონი
წალკის სკოლის მოსწავლეები ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას წალკის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ. სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ (International Union of Soil Sciences - IUSS) დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ხელმძღვანელობს. მოსწავლეებმა დასხივებულ და დაუსხივებელ თესლზე დაკვირვება და ანალიზი განახორციელეს, ასევე დასხივებული თესლის რადიაციის დონის განსაზღვრაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანი საშუალო სკოლებში „ნიადაგის კუთხის“ მოწყობაა, სადაც ნიადაგის მნიშვენლობაზე, ეკოსისტემაში მის ფუნქციებსა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია განთავსდება. პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ეწყობა გაცნობითი ტური ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში, რომლის დროსაც მოზარდები ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)