08:42 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:41:15, 864 ნახვა

რეგიონი
ლევან ხაბეიშვილსა და ბაკურიანის გამგებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

ბაკურიანის გამგეობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

პარტიის წევრებმა ბაკურიანის გამგებელს გოჩა გობრონიძე გააკრიტიკეს და ხელფასის გაორმაგებაზე უარის თქმა მოსთხოვეს.

„თქვენ მილანში, რომში და ფლორენციაში იყავით ბიუჯეტის ხარჯზე და ახლა  გაორმაგებაც გინდათ. თქვით ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებთ. მოითხოვეთ რომ  უბრალო თანამშრომლებს მოუმატონ ხელფასი და არა თქვენ“,-  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

საპასუხოდ გობრონიძემ ხაბეიშვილს პროვოკატორი უწოდა.

„მე არანაირი ხინჯი არ მაქვს და არ ვარ კორუმპირობული. თქვენ კიდევ დადიხართ და იძახით რომ  ვარ ასეთი. მოძებნეთ 2 კაცი რომლესაც 1 ლარი წავართვი. არ მომითხოვია, არ მინდა ხელფასის გაორმაგება, არ მჭირდება. თქვენ ხართ პროვოკატორები“,- განაცხადა გობრონიძემ.

გამგეობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics