|
2015-05-16 19:07:11, 438 ნახვა
პოლიტიკა
დავით მესხიშვილი: დღეს შექმნილ საცობებზე პასუხისმგებლობა მერიამ უნდა აიღოს
ცენტრალური ავტომაგისტრალების გადაკეტვა კატეგორიულად მიღებელია, - ამის შესახებ ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განაცხადა. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, გზებზე არსებული შეძღუდვების გამო, სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიამ უნდა აიღოს. „კატეგორიულად მიღებელია ცენტრალური ავტომაგისტრალების გადაკეტვა. ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო ველორბოლის არ გვაქ, თუმცა მისი ჩატარება შესაძლებელი იყო არა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილას. ამ საგზაო უძრაობამ, გამოიწვია ის, რომ ვერ ხერხდებოდა დღის განმავლობაში სასწრაფო-სახანძრო სამაშველო სამსახურების მიერ გადაადგილება, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თბილისის მერიამ და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. მოსახლეობას უნდა მიეღო უნფორმაცია აღნიშნული საგზაო უძრაობის შესახებ“, - განაცხადა მესხიშვილმა. ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში დიღომში საავადმყოფოებთან მისასვლელი გზა გადაკეტილი იყო. კლინიკებში მიმავალი მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები საცობში იდგნენ. გადაკეტილი იყო ქალაქის შემოსასვლელიც. შეზღუდვები გარკვეულ მონაკვეთებზე ამ დრომდე არ არის მოხსნილი. დავით აღმაშენებლის გამზირი და მასთან მისასვლელი ყველა ქუჩა დღეს ველორბოლისთვის დაბლოკეს.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)