11:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 10:46:00, 2656 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

BBC-ის ცნობით, გაერო ამ დროს ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად და დაჭრილების ევაკუაციისთვის გამოიყენებს.

რეზოლუციის მიღება რუსეთის წინააღმდეგობის გამო ორჯერ გადაიდო. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

დოკუმენტის ავტორები შვედეთი და ქუვეითი არიან.  რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდება ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე.

აღმოსავლეთ ღუტას მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.  ღუტას რაიონში ბოლო 7 დღის განმავლობაში სირიაში ავიადარტყმებს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics