|
2018-02-20 20:45:48, 1340 ნახვა
რეგიონი
ხვალიდან აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების ვაქცინაცია იწყება
აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატების გამო, სტუდენტების არაგეგმიური ვაქცინაცია იწყება. აცრა, პირველ ეტაპზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუცრელ და არასრულად აცრილ სტუდენტებს ჩაუტარდებათ. ინიციატივა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ეკუთვნის, მისი მიზანია დაავდების გავრცელების თავიდან აცილება. „დღევანდელი მონაცემებით აჭარაში რეგისტრირებულია წითელათი ინფიცირების 221 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა 64% ბათუმში აღირიცხება. განსაკუთრებით მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული 16 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში ( 55%). ამიტომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივას სტუდენტების არაგეგმიური ვაქცინაციის შესახებ, რდგან მათ პოპულაციაში წითელას გავრცელების რისკი ყველაზე მაღალია“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად მიმართონ კლინიკებს და ჩაიტარონ ვაქცინაქცია. „შევახსენებ 40 წლამდე მოქალაქეებს, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და აუცილებლად აიცრან თუ არ ახსოვთ თავიანთი აცრის სტატუსი, აცრა უფასოა“- აღნიშნავს ზაალ მიქელაძე. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სისტემატურად მიმდინარეობს წითელას აფეთქების ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები. კერძოდ, ბაღებსა და სკოლებში აღირიცხა ყველა ბავშვი, ვისაც არ ჰქონდა ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან არასრულად იყო აცრილი, გაეწიათ რეკომენდაცია, რომ ვაქცინაციისთვის აუცილებლად მიემართათ იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც იმყოფებიან აღრიცხვაზე. ცენტრის მონაცემებით მიმდინარე წელს წითელას საწინააღმდეგოდ ჩატარდა არაგეგმიური 3000-მდე აცრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)