|
2018-02-20 12:37:42, 695 ნახვა
რეგიონი
შუახევში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
შუახევში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობა დაბაში, რუსთაველის ქუჩის # 71-ში მდებარე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამუშაოებს შპს ,, უნივერსალი“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო; პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის’’- ფარგლებში ხორციელდება. ცენტრი აღიჭურვება, სამაცივრე მეურნეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში. ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან. აღნიშნული აგრომომსახურების ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)