|
2015-05-15 13:19:26, 386 ნახვა
პოლიტიკა
ჩაკრაბარტი: საქართველოს წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე კარგი პროგნოზი აქვს
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა 2,3%-მდე ამ წლისთვის, თუმცა ეს არის ყველა კარგი პროგნოზი რეგიონისათვის, - ამის შესახებ EBRD-ს პრეზიდენტმა სერ სუმ ჩაკრაბარტიმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD საქართველოში წელს საშუალოდ 1,8% ზრდას ვარაუდობს. „რისკები გაიზარდა. ეს არის გამოწვეული რუსეთის რეცესიებიდან გამომდინარე, თუმცა საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ვითარდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა მოახერხებენ პროცესების მართავს“,- განაცხადა ჩაკრაბარტიმ. რაც შეეხება ფისკალური დეფიციტის საფრთხეს, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს აკონტროლოს ფისკალური პოლიტიკა, მაგალითად ქამრების შემოჭერით, თუმცა აუცილებელია, რომ მთავრობამ სხვა ღონისძიებებიც გაატაროს. მისივე თქმით, მთავრობას ამ პრობლემების მოგვარებისთვის სწორი გეზი აქვს აღებული. ამასთან, როგორც EBRD-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან მიმართებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან კარგად მუშაობას. „ჩვენ გვქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დისკუსიები და მართლაც ყოველთვის რთულია, როდესაც ეკონომიკაში არსებობს პრობლემები, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ჰქონდეთ ძალისხმევა. პრემიერმაც და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობა არსებობს“, - განაცხადა ჩაკრაბარტიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)