|
2015-05-15 13:04:20, 415 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბარი არ ყოფილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის კორექტირების თაობაზე საუბარი არ ყოფილა. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო მომავალ კვირას მედიასთან ყოველთვიურ შეხვედრებს განაახლებს და უწყებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრებს. "ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბრები არ ყოფილა.დანარჩენი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, გნებავთ საბიჯეტო, გნებავთ შიდა რეფორმასთან მიმართებაში, ჩვენ მომავალ კვირას როგორც შეგპირდით განვაახლებთ იმ ყოველთვიურ შეხვედრებს მედიასთან, რაც იყო თავდაცვის წინის წინა მინისტრის პირობებში და შესაბამისად, პირველ ასეთ შეხვედრაზე ყველაფერზე დეტალურად მოგახსენებთ",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)