|
2018-02-17 15:16:36, 1758 ნახვა
კომენტარი
იზორია: ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, აშშ-ის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი
„ბატონმა მატისმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მიმდინარეობს, ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მიუნხენისუსაფრთხოების 54-ეკონფერენციის ფარგლებში გაიმართა. როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება. მისივე თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. „ნდობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობს, რისი კონკრეტული გამოხატულებაა ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის, ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება და ყველაზე ამბიციური ფინანსური დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან წელს მიიღებს“, - განაცხადა იზორიამ. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ შემდგომში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავა და კიდევ უფრო მეტადი ქნება მხარდაჭერილი. ამასთან, იზორიამ აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას სამაგალითო დინამიკა აქვს ყველა მიმართულებით და მათ შორის თავდაცვის სფეროში, რომელიც შემდგომში მხოლოდ გაღრმავდება და გაფართოვდება. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში. საქართველო არასდროს იქნება მარტო. საქართველო ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საერთო საფრთხეებთან გაკლავების თვასლაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)