|
2015-05-15 11:00:20, 770 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური OPIC-ის წარმომადგენელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში OPIC-ის წარმომადგენელს ჰარის მეჰოს შეხვდა. მხარეებმა OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს. ჰარის მეჰოს განცხადებით, OPIC-ი დაინტერესებულია, საქართველოს როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის განვითარებაში. „ჩვენ ძალიან გვიხარია ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განიცდის. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიებთან, რათა მათ კიდევ უფრო გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. რადგან ეს პრიორიტეტული სექტორია საქართველოსთვის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა OPIC-ის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)