|
2018-02-13 13:44:49, 1720 ნახვა
კომენტარი
იან კელი სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და უკრაინიდიან გაძევებას გამოეხმაურა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აუცილებელია, ყოფილი პრეზიდენტის და ზოგადად ყველა მოქალაქის უფლება დაცული იყოს. "ყურადღებით ვადევნებთ თვალს მომხდარს. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი პრიორიტეტია საქართველო გახდეს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ საქართველომ ყურადღება სწორედ ამ მიზანზე უნდა გაამახვილოს - და უზრუნველყოს სტაბილური და წარმატებული მომავალი თავისი ხალხისთვის. თუმცა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მან თავად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები", - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)