|
2018-02-05 13:39:37, 894 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარტინა ქუიკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. ისაუბრეს ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აფხაზეთში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი მოზარდების დაახლოებას, მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, შევედეთში განათლების გაგძელებისა და საზაფხულო ბანაკების მოწყობის შესაძლებლობებს. თავის მხრივ შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)