|
2015-05-14 12:01:42, 720 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანიის ურთიერთობებს განვიხილავ ორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითად
საქართველო–გერმანიის ურთიერთობებს განვიხილავ ორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითად,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის რეკონსტრუქციის დაგანვითარების ბანკის( KFW) დელეგაციის შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით გერმანიის მიერ, ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 465 მლნ ევრო გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით. მიმდინარეობს 7 პროექტი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში, რომელთა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 192 მლნ ევროს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაციასწარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)