|
2015-05-14 11:54:04, 401 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარებების კოორდინატორს ალინა რომანოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს, ასევე, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და საერთაშორისო დახმარების მობილიზებას აღნიშნული პროპრიტეტების მხარდასაჭერად. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების კოორდინატორთან საუბარი შეეხო იმ პროგრმებზე, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, რეგიონში. ჩვენ შევეცადეთ, რომ გვესაუბრა იმ დახმარებებზე, რომელსაც ასევე, გამოყოფს ევროკავშირი, რათა არ მოხდეს გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ამ დახმარებებისერთმანეთზე გადადება. შესაბამისად, გამოვყავით ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელში მონაწილეობაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. ეს შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტებს, ინვესტიციებს, მცირე, საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)