|
2018-02-03 13:43:54, 980 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა დღეს იმ ადგილების დაკავება სცადეს, სადაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობა აკრძალა. სამართალდამცველებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ დაპირისპირების დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო ერთი გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ორი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები უკვე ოთხი დღეა ითხოვენ, მერიამ მათი სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინოს და გარევაჭრობის უფლება მისცეთ. თუმცა, მერია გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე, გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)