|
2015-05-14 11:41:32, 381 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთსა და საქართველოს ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა
„რუსეთსა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის მოსამზადებლად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედეგს. „ის, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრა ადრე თუ გვიან უნდა შედგეს, ამის შესახებ ადრე კომენტარები როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში გაკეთდა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ თუკი ასეთი შეხვედრა მომზადდება, ის აუცილებლად რეალურ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის რეგიონი და ის, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუკი ეს მოხდება ეს აუცილებლად სასიკეთო უნდა იყოს ქვეყნისთვის და მხოლოდ ასე ექნება მას აზრი. მაგრამ ჯერ რაღაც პრაქტიკული მუშაობა ან რაღაც ნაბიჯი ასეთი შეხვედრების მოსამზადებლად არ გადადგმულა არც პრაღაში, არც ჟენევაში. ჯერ მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოვიფარგლებით“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)