20:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 14:35:50, 2345 ნახვა

ეკონომიკა
„სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

“სილქნეტსა” და “ჯეოსელს” შორის გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პრესკონფერენცია "სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლექსო თოფურიამ, ასევე “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ და “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჩაატარეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, გარიგება სარგებლიანი იქნება არა მხოლოდ "ჯეოსელის" აბონეტებისთვის, არამედ მთლაიანად ქვეყნის ბიუჯეტისთის.

გიორგი რამიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ასეთი ტიპის გარიგების შემდეგ მონოპოლიური ბაზარი შექმნება.

"ეს იქნება გამსხვილება. ამით სახელმწიფოც მოიგებს და "სილკნეტის", ასევე "ჯეოსელის" აბონენტებიც. ბიუჯეტში უფრო მეტი ფული შევა. კომპანია გადავა ახალ საფეხურზე. არც ფიქსირებული და არც მობილური კომპანიების რიცხვი არ შეცვლილა ამ ტრანსაქციის შედეგად. რადგან მოხდა პრეცენდენტი და "მაგთიმ" შეიძინა "კავკაზუსი" - ამის საპირწონედ მოხდა ჩვენი შერწყვმაც", - განმარტა "სილქნეტის" დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, დაფინანსება მოხდება “თიბისი ბანკის” მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონული ბანკების სესხითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics