|
2015-05-13 11:42:12, 408 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს
NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაზე კარგად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების საქმიანობას კი უარყოფითად ახასიათებენ. გამოკითხულთა 33%–ის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კარგად მუშაობს, 36% ამ უწყების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა გამოკითხული მოსახლეობის 26%–ს მოსწონს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 21%–ს, თავდაცვის უწყება 14%–ს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 16%–ს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა 8%–ს მოსწონს. 37%–მა კი, არ იცის, როგორ მუშაობს აღნიშნული უწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას 11% დადებითად აფასებს, 16% უარყოფითად, 45%კი, საშუალოდ. საგარეო უწყების საქმიანობა გამოკითხული მოსახლეობის 9%–ს მოსწონს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უწყებას 8% აფასებს დადებითად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს –10%. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 10% დადებითად აფასებს, 22% უარყოფითად, 43% საშუალოდ, 23%–მა არ იცის როგორ მუშაობს აღნიშნული უწყება. გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტრო კარგად მუშაობს, 29% უწყების საქმიანობა არ მოსწონს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)