|
2018-01-19 11:23:15, 3697 ნახვა
სამართალი
Human Rights Watch-მა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 643-გვერდიანია და აფასებს გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ორგანიზაციამ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დაასახელა საკონტიტუციო რეფორმა, ნარკოპოლიტიკა, მედიის თავისუფლება, შრომითი უფლებები, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა. საქართველოსთან მიმართებაში Human rights watch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, ანგარიშში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებაც მოხვდა. "საქართველოს თაობაზე დასკვნით შენიშვნებში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა აღნიშნა გარკვეული პროგრესი, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება ფიზიკური დასჯის, სექსუალური ექსპლოატაციის და ძალადობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და იძულებით გადაადგილებული ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით“, - წერია დოკუმენტში. Human Rights Watch-ი საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტიც განიხილა და დაწერა, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რომლებიც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, მათ შორის, „თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის“ მნიშვნელობას. ”შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, შრომის უფლებების, მედიის თავისუფლების და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით”, - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე მოხვდა საქართველოს ოკუპირებულინ ტერიტორიებიც. ანგარიშში ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა გაავრცელა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)