12:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 15:00:48, 2105 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი NDI-ზე: ამ ორგანიზაციის მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, NDI-ის კვლევების მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგადოების ნაწილის კრიტიკა სავსებით გასაგებია.

"ეს არ არის NDI-ის პოლიტიკური კვლევები და ამ ორგანიზაციის მიმართ სკეპტიციზმი დიდი ხანია არსებობს, 2012 წლიდან მოყოლებული. ორგანიზაცია გამოკითხვებს ათეული წელია ატარებს. რეალურად, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებში რა თქმა უნდა პრობლემები გაცილებით უკეთ და სიღრმისეულად არის გაანალიზებული. აბსოლუტურად გასაგებია, საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. 14%-მა ამ შეკითხვას არასწორი პასუხი გასცა, ხოლო მხოლოდ 26%-მა უპასუხა სწორად  შეკითხვას - ვინ არის თქვენი მაჟორიტარიო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics