11:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 16:21:51, 1595 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე - რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მოგზაურობებს

სერბეთის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცოგოვინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემენ, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის „ვიზიტს“.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, დე-ფაქტო პრეზიდენტის ჩასვლა აღნიშნულ ქვეყნებში აღქმული იყო, როგორვ კერძო პირის ვიზიტი.

„არის მცდელობები, რომ რუსეთის ფედერაციამ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეჟიმების სხვადასხვა მოგზაურობებს, მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იგივე სერბეთში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ეს ვიზიტები, მათი ცენტრალური ხელისუფლებების მიერ იქნა შეფასებული. ისინი პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს მზარდი ურთიერთობები ორივე სახელმწიფოსთან, ხოლო ის ვიზიტი იქნა აღქმული როგორც კერძო პირის ვიზიტი და მათ შორის ის შეხვედრა, რომელიც შედგა სერბეთის პატრიარქთან ამ საკითხზე საქართველოს ორივე საელჩო აქტიურად მუშაობდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდა ამ სახელმწიფოების მხრიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვი "ვიზიტით" სერბეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ ბიბილოვის ჩასვლის გამო, ბოსნია-ჰერცოგოვინას პროტესტის ნოტა გაუგზავნა. გარდა ამისა, შედგა შეხვედრა სერბეთის პატრიარქთან, რასაც საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა. საპატრიარქომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი 15 იანვარს გაასაჯაროვა. წერილში საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ სერბეთის განყოფილებას ახსნა განმარტება მოსთხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics