23:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 20:18:06, 799 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები იზრდება

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს, გრანტის სახით, 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა. 

ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გადმოცემულ თანამედროვე სპეცტექნიკსა და ელექტრო-მექანიკურ დანადგარებს შორის არის ექსკავატორი, სატვირთო მანქანა, ბულდოზერი, ბეტონის ამრევები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები, ტრაქტორები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
"ათეული წლებია, ჩვენს სარწყავ-სამელიორაციო სისტემას რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ჩვენს გლეხებს და ფერმერებს. ჩვენ დავიწყეთ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. აღნიშნული სპეცტექნიკა კი საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაწარმოოთ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას. გარდა ამისა, ხელმოწერილია ჩინურ-ქართული თანამშრომლობის პროექტი - "ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში", რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი სათბური აშენდება", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები იზრდება. პრემიერის განცხადებით, საქართველოს კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს უმოკლესი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. 
"ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ახალი იმპულსი, რომელიც ერთიან სავაჭრო სისტემაში აქცევს ქვეყნებს ევროპიდან ჩინეთამდე. აბრეშუმის გზა ახალ შესაძლებლობას უჩენს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ევროპისა და აზიის ქვეყნებსაც, დაამყარონ ახალი ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან, რომელიც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics