10:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 16:52:21, 2044 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე: საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოზიციების შეჯერება შესაძლებელია

კიკეთის ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის თემაზე  შეხვედრა  ნაყოფიერი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრამ ცხადყო, რომ საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოზიციების შეჯერება შესაძლებელია.

ის მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ სანამ ძირითად საკითხებზე შეჯერება არ მოხდება, კანონპროექტის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ გაგრძელდება.

"იყო ნათქვამი, რომ პარლამენტში განხილვები შეჩერდება მანამ, სანამ არ იქნება უმრავლესობაში მიღწეული შეთანხმება და არ შეჯერდება საზოგადოებრივი აზრი მთავარ საკითხებზე. არაფერი პირი არ უჩანს, რომ საპატრიარქოს და უმრავლესობის პოზიციების შეჯერება არ მოხდება",-აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. ის ფიქრობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ მოცემულ  კანონპროექტში  საშიში აქცენტებია გაკეთებული. მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით,   მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.



ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics