12:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 11:30:06, 1793 ნახვა

სამართალი
დუისის მკვიდრი: ხეობა აღელვებულია და ყველა ითხოვს, რომ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს

პანკისის ხეობის მოსახლეობა იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ცეცხლი გაუხსნა.

ხეობაში მომხდარ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ადგილობრივების თქმით, არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, მათ შორის "რატომ არ მოხდა მაჩალიკაშვილის ცივილიზებული გზით დაკავება".

"გამოძიება არა მგონია ობიექტურად იყოს ჩატარებული. ოპტიმისტურად არ ვართ განწყობილი. არ ვიცით ახლა რა მოხდება, შეიძლება ამ საქმემ წინ წაიწიოს, იმიტომ, რომ მთელი ხეობის მოსახლეობა აღევებულია და ყველა იმას ითხოვს გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. კითხვა გვაქვს, თუ რატომ ჩაიდინის ეს ასეთი ფორმით. შეიძლებოდა ცივილური ფორმებით მომხდარიყო", - განაცხადა ერთ-ერთმა მკვიდრმა, მურად ალდამოვმა.

კიდევ, ერთი პანკისელის, ანზორ ქავთარაშვილის განცხდებით, მაჩალიკაშვილი უდანაშაულო იყო.

"ტყუილად, უბრალოდ დაღუპეს უდანაშაოლო ბავშვი, ოჯახი გაანადგურეს. ხეობის მოთხოვნაა, დაისაჯოს ვინც არის მტყუანი ამ საქმეში. იმ ვერსიას რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვთავაზობს, უნდობლობას ვუცხადებთ. არაფრის არ გვჯერა. მას არანაირი კავშირი ტერორიზმთან არ ჰქონდა. მოთხოვნა არის სიმართლის დადგენა", - განაცხადა ქავთარაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, სადაც მას 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics