|
2017-12-20 17:02:06, 1922 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგოსექტორის განვითარების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს უკვე შეთანხმებული აქვს 10 წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონების ერთმანეთან უკეთესი ენერგეტიკული დაკავშირებისთვის. „მნიშვნელოვანია ის ვალდებულებები რომლებიც ჩვენ ენერგოგაერთიანებასთან მიერთებით ავიღეთ - უნდა შევქმნათ კონკურენტული გარემო დამოხდეს ბაზრის გახსნა. აღებული ვადითი ვალდებულებებით, ბაზრის გახსნა ხდება 2018 წელს, 2019 წელს გვექნება ელექტროენერგიის ახალი ბაზრის მოდელი და 2020 წელს გაზის ახალი ბაზრის მოდელი" – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა ისევე, როგორც დღეს ეს თურქეთში ხდება. „უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონმდებლობა. ეს ყველაფერი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ახალი პროფესიების ჩამოყალიბებას, კერძო სექტორს მისცემს სწორად განვითარების საშუალებას, რათა სწორად დაგეგმოს როგორც ინვესტიციები, ასევე უკუგება" - განაცხადა ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაშიასევე ხაზი გაუსვა, რომ ენერგოეფექტურობა ქვეყანაში გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი სამშენებლო მასალების წარმოების სტიმულირებას. „გეგმის სწორი იმპლემენტაციის შემთხვევაში ჩვენ 2020 წლისთვის 350 მეგავატის შესაბამისი სიმძლავრის დაზოგვა შეგვეძლება, 2030 წლისთვის კი - 600 მეგავატის დაზოგვის შესაძლებლობა გვექნება. ამ მიმართულებით პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციები და გაერთიანებები ჩვენი მხარდამჭერები არიან, მათ შორის, ევროკავშირია ამ ინიციატივის პირველი მხარდამჭერი, საიდანაც ჩვენ მნიშვნელოვანი გრანტების მოლოდინები გვაქვს და ამაზე მიდის მოლაპარაკებები. ასევე სულ ახლახანს დასრულდა მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან 50 მილიონი დოლარის მიმართულებით“,-განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)