|
2017-12-20 12:14:15, 1652 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - იანვარ-სექტემბერში ბრუნვისა და გამოშვების ზრდა ეკონომიკის ყველა სექტორში დაფიქსირდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ეკონომიკური ზრდაში კერძო სექტორის როლზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 18.6%-ით, ხოლო გამოშვება 19.6%-ით გაიზარდა. ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას. 2017 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის დასაქმება 6.3%-ით გაიზარდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,911-ით მეტი ადამიანი დასაქმდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესსექტორის განვითარების პარალელურად, მცირდება უმუშევრობის დონე ქვეყანაში. 2016 წელს უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. გარდა ამისა, 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ იქონია. 2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი წმინდა ექსპორტმა შეიტანა და 4.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია რეალური ინვესტიციების (0.3 პ.პ) და რეალური მოხმარების (0.8 პ.პ) პოზიტიური წვლილი ეკონომიკური ზრდაში. 2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა დაუახლოვდა პოტენციურ დონეს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)