04:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 20:36:48, 469 ნახვა

საზოგადოება
ფოტოები საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან

ევროკავშირის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტი "ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივი გთავაზობთ ფოტოგამოფენას, რომელიც ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს ეძღვნება. გამოფენას მანსპინძლობს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ადრეული ფოტოები მოგვითხრობენ ისტორიას ადამიანებისა, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. აქვე იხილავთ დასავლეთთან საქართველოს სამრეწველო პარტნიორობის ამსახველ ფოტოებს მიულსების ბელგიური ოჯახის ქართული ეპიზოდიდან. მე-20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ-პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე-­20 საუკუნის ფოტოები გადმოგვცემენ ურთიერთობების ისტორიას, რომელმაც დროს გაუძლო ცარიზმის, დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ეპოქაში. მიუხედავად განსხვავებული მმართველობითი მოდელებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს და მისი მოსახლეობის მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი დროთა განმავლობაში არ შეცვლილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics