|
2017-12-13 15:41:23, 1816 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძე: თუ ეს ყველაფერი დასაბუთდება, პრემიერს მხოლოდ ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზეც დავუდგები
ბიზნესმენი გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც გიორგი კვირიკაშვილი მას ტენდერებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო, ბოდიშის მოხდას სთხოვს. „უცნობი“ „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს,რომ არავის უპირისპირდება, არამედ საკუთარ სიმართლეს იცავს. კერძოდ, გიორგი გაჩეჩილაძისთვის გაუგებარია, რატომ ჩატარდა 21 მილიონიანი ტენდერი უკონკურენტოდ. ამავე დროს, გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ მის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის შემთხვევაში, არათუ ბოდიშს მოიხდის, დაიჩოქებს კიდეც: „მე არავის ვუპირისპირდები, ჩემს სიმართლეს ვიცავ. უბრალოდ ხადურმა მითხრას, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 21 მილიონიანი ტენდერი უკონკურენტოდ რატომ ჩატარდა და თუ ეს ყველაფერი დასაბუთდება, მხოლოდ ბოდიშს კი არ მოვიხდი, მუხლებზეც დავუდგები“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს გამოეხმაურა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა. შეგახსენებთ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)