02:25 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 14:31:13, 2272 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: პაატა ბურჭულაძე ვალდებულია, სასამართლოში გამოცხადდეს - ეს ნებაყოფლობითი არ არის

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს.

როგორც ვასაძემ განმარტა, ბურჭულაძის გამოკითხვა შესაბამისი პროცედურების დაცვით სასამართლოში მოხდება

"საჯარო განცხადებებში ბატონმა პაატა ბურჭულაძემ  და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. ამის შემდგომ, პროცედურულად არსებობს სასამართლო გზით მისი გამოკითხვა. შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდება სასამართლოში გამოძახება ბატონი ბურჭულაძის და სასამართლოში გამოკითხვა. სასამართლოში გამოცხადება შესაბამისად სავალდებულოა და არა ნებაყოფლობითი. ის ვალდებული იქნება გამოცხადდეს სასამართლოში", - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

შეგახენებთ, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან განაცხადა, რომ უწყებაში მისვლას არ აპირებს და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

ცნობისთვის, საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics