20:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 12:46:11, 1789 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე მედოევზე: ხელისუფლებამ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან უნდა იმუშაოს, რათა ასეთ ფაქტები არ მოხდეს

“ევროპული საქართველოს“  წევრი დავით ბაქრაძე  სამხრეთ ოსეთის  დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის  ბრიუსელში ჩასვლას გამოეხმაურა.

ბაქრაძის თქმით, საქართველოსთვის ეს ცუდი ფაქტია და ხელისუფლებამ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან მუშაობის შედეგად, მსგავსი  რამ არ უნდა დაუშვას:

,,ევროპარლამენტში ყოველთვის მოიძებნება ერთი, ან ორი ცალკეული დეპუტატი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დავალებით მზად იქნება, რომ ასეთი აქციები განახორციელოს. სწორედ იმიტომ ჰყავს საქართველოს ხელისუფლება, რომ არ დაუშვას ასეთი რამ. იმუშაოს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომ ასეთ ფაქტებს არ ჰქონდეს ადგილი. რა თქმა უნდა ეს არის ცუდი საქართველოსთვის,’’- განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც  ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეას ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics