|
2015-05-07 18:47:01, 509 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია 2–3 კვირაში დაიწყება
საქართველოს პრემიერ–მინისტრის მტკიცებით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება დოლართან მიმართებაში 2–3 კვირაში დაიწყება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოკა გაბაშვილის შეკითხვას, ლარის გაუფასურების შედეგად 530 000 ოჯახს გაუძვირდა თუ არა საბანკო სესხი, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ქვეყანაში აჟიოტაჟს ქმნის, რაც სიტუაციის დარეგულირებას ხელს უშლის. პრემიერის შეფასებით, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. „ლარის სტაბილიზაცია 2–3 კვირაში დაიწყება. თქვენი განცხადებები და დემაგოგია, აჟიოტაჟი რასაც თქვენ ქმნით, ხელს არ უწყობს ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)