|
2017-12-01 12:48:12, 2006 ნახვა
კომენტარი
გახარიას თქმით, საცობების მოწესრიგების გარდა, მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემაც უნდა მოგვარდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში საცობების საკითხის მოსაგვარებლად დედაქალაქის მერთან შესაბამისი ამოცანები დასახეს. ამასთან, როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საცობების მოწესრიგების გარდა, მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემაც უნდა მოგვარდეს. "ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზედ ეფექტურად უნდა იმუშავონ. ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ჩვენი მოქალაქეებისთვის, არის ისეთი საკითხები როგორიც გახლავთ ტრაფიკი თბილისში, ისეთი როგორიც გახლავთ ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრასნპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ქვეითების მოძრაობის მოწესრიგება. შესაბამისად ჩვენი მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და იქ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა. იქ სადაც მიუხედავად გრძელვადიანი და სისტემური მიდგომისა სწრაფად შეიძლება ტრაფიკის პრობლემის გადაწყვეტა", - განაცხადა გახარიამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)