|
2017-11-30 20:31:56, 1024 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სასტუმრო და სამშენებლო სექტორთან უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ შეხვედრა გამართა
დღეს სასტუმრო ,,რედისონში" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარაში არსებულ სასტუმრო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც 24 ნოემბერს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი თენგიზ ცისკარაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა იყო რეგიონში უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრება. ზურაბ პატარაძე შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა და ბაღებში, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პერსონალის შესაბამისი ცოდნის ამაღლებაზე და ამ მიმართულებით სპეციალური ღონისძიებების გატარებაზე. ზურაბ პატარაძემ კერძო სექტორს რეკომენდაცია მისცა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და გადამზადების კუთხით. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია რეგიონში. ჩვენ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები. გავაჟღერეთ მთავრობის ახალი ინიციატივა, კერძოდ, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან მთავრობის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საბჭო კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზანი აჭარაში ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევების პრევენციის და მართვის გაძლიერებაა. იგი შსს-ს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში იმუშავებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გაამახვილა ყურადღება - უახლოეს დღეებში, პრევენციული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართება კონსულტაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან. (NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)